პორტუგალიის ჩემპიონატის ოცდამეათე ტურში „ეშტორილი“ გასვლაზე „მორიერენსესთან“ 0:1 დამარცხდა.
სტუმართა გუნდის ნახევარმცველი ნოდარ ლომინაძე სათადარიგო იყო. მას ამ სეზონში ჩემპიონატზე 15 მატჩში 2 გოლი აქვს გატანილი.
„ეშტორილი“ 37 ქულით მეცხრე ადგილზეა და 26 აპრილს „ფამალიკაოს“ უმასპინძლებს.
მორეირა დე კონეში. „ალმეიდა ფრეიტასი“
მორიერენსე – ეშტორილი 1:0
გოლი: ალანზინიო (12)
წყარო: Sportall.ge