დიდი პატივი და აღიარება ხვდა წილად ფიბა-ს ერთადერთ ქართველ კომისარს, მერაბ რატიშვილს. 22 აპრილს ფიბა ევროპის საკლუბო სეზონი იხურება. ფიბა ევროპის თასის ფინალურ მატჩში საბერძნეთის “პაოკი” და ესპანური “ბილბაო” შეხვდებიან. სატიტულო მატჩი საბერძნეთის ქალაქ სალონიკში გაიმართება და მას კომისრის რანგში მერაბ რატიშვილი მოემსახურება.
რატიშვილისთვის ეს არ გახლავთ პირველი ფინალი, თუმცა ასეთი ყურადღების ცენტრში უწინდელი ფინალი არ ყოფილა. მან კომისრობა გასწია ქალთა ფიბა ევროპის თასის 2018 წლის ფინალზე, როცა ერთმანეთს თურქული “გალათასარაი” და იტალიური “ვენეცია” დაუპირისპირდნენ. ვაჟთა ტურნირი სულ სხვა განზომილებაა და იქ რატიშვილის მწვერვალი გასული წლების – 2024-სა და 2025-ის ნახევარფინალები, შესაბამისად – “პაოკი” – “შოლე” და “ბაჰჩეშეჰირი” – “ვარეზე” იყო.
GBF.GE
წყარო: Sportall.ge