ფეხბურთი

არანაირი გარანტიები – “ბარსელონა” ფლიკს მოკლევადიან კონტრაქტს სთავაზობს

“ბარსელონა” გუნდის მთავარ მწვრთნელს, ჰანსი ფლიკს 1+1 სისტემით კონტრაქტს შესთავაზებს, ამის შესახებ ინფორმაციას Mundo Deportivo ავრცელებს.

 

წყაროს ცნობით, ფლიკი ამ წინადადებაზე თანახმაა და გარიგების დასრულება ახლავე სურს.

 

გამოცემის ინფორმაციით, “ბარსელონა” გერმანელი სპეციალისტის მომავალს მომდევნო სეზონის ბოლოს, გუნდის მიერ დაფიქსირებული შედეგების მიხედვით გადახედავს.

 

შეგახსენებთ, “ბლაუგრანა” ლა ლიგაში ჩატარებული 31 ტურის შემდეგ 79 ქულით პირველ ადგილს იკავებს.

წყარო: Sportall.ge