Site icon sportmedia.live

WU19 | საქართველოს ნაკრებმა საკვალიფიკაციო ეტაპზე ასპარეზობა გამარჯვებით დაასრულა

საქართველოს 19-წლამდე გოგონათა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ასპარეზობა დაასრულა. 

 

შესარჩევის მეორე რაუნდში, ლავრენტი დავითაშვილის გუნდმა B ლიგის მე-6 ჯგუფში სამი შეხვედრა გამართა.

 

ჩეხეთთან და მასპინძელ ხორვატიასთან მარცხის შემდეგ, დასკვნით შეხვედრაში, საქართველოს ნაკრებმა აზერბაიჯანი ლოლიტა კალოიანის, ნათია ჯოჯუას, ანანო წიქარიძის და ანი დავითულიანის გოლებით 4:1 დაამარცხა.

 

11 აპრილი | საქართველო 0:5 ჩეხეთი

14 აპრილი | ხორვატია 4:0 საქართველო

17 აპრილი | აზერბაიჯანი 1:4 საქართველო

 

NAKREBI.GE

 

წყარო: Sportall.ge

Exit mobile version