Uncategorized

[VIDEOS] ბითაძის მორიგი ორმაგი დუბლი მცირე დროში და მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული სეზონის მორიგ ტურში “ორლანდო მეჯიქმა” “ჩიკაგო ბულზი” 127:103 დაამარცხა.

 

სტუმართა რიგებში გოგა ბითაძემ მოედანზე 16 წუთი გაატარა, რა დროშიც 15 ქულა, 11 მოხსნა და 2 დაფარება მიითვალა. გოგამ 7-დან 6 ორქულიანი და 3-დან 3 საჯარიმო ტყორცნა გამოიყენა.

 

მატჩის საუკეთესო მოთამაშე ფრანც ვაგნერი გახდა. გერმანელმა კალათბურთელმა 23 წუთში 25 ქულა, 2 მოხსნა და 4 შედეგიანი პასი მიითვალა.

 

რეგულარული სეზონის დასრულებამდე 1 ტურით ადრე, “ორლანდო” 45 მოგებია და 36 წაგებით მეშვიდე ადგილზეა და ფლეი-ინის ზონაშია, “მეჯიქი” 13 აპრილს, რეგულარული სეზონის ბოლო ტურში “ბოსტონ სელტიქსს” დაუპირისპირდება.

 

რაც შეეხება NBA-ში მოთამაშე მეორე ქართველის, სანდრო მამუკელაშვილის გუნდს, “ტორონტო რაპტორსი” “ნიუ იორკ ნიქსთან” 95:112 დამარცხდა.

 

“მამუმ” მოედანზე 25 წუთი გაატარა, რა დროშიც 17 ქულა, 8 მოხსნა, 3 ასისტი და 1 ჩაჭრა დააგროვა. სანდრომ 6-დან 3 სამქულიანი, 3-დან 2 ორქულიანი და 6-დან 4 საჯარიმო ტყორცნა გამოიყენა.

 

“ტორონტო” 45 გამარჯვებითა და 36 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-6 ადგილს იკავებს და ჯერჯერობით ფლეი-ოფის ზონაშია. “რაპტორსი” 13 აპრილს, რეგულარული სეზონის ბოლო ტურში “ბრუკლინ ნეტსს” დაუპირისპირდება.

 

 

 

წყარო: Sportall.ge