ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული სეზონის მორიგ ტურში “ტორონტო რაპტორსმა” “დალას მავერიქსი” 122:92 დაამარცხა.
კანადელთა რიგებში სანდრო მამუკელაშვილმა მოედანზე 18 წუთი გაატარა, რა დროშიც 13 ქულა, 7 მოხსნა, 3 შედეგიანი პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება დააგროვა.
მატჩის საუკეთესო მოთამაშე არჯეი ბარეტი გახდა, “ტორონტოს” ერთ-ერთმა ლიდერმა 34 წუთში საკუთარ გუნდს 31 ქულა, 6 მოხსნა და 3 ასისტი შესძინა.
ამრიგად, “ტორონტო” 36 მოგებითა და 27 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მეხუთე ადგილზეა, “რაპტორსი” მორიგ შეხვედრას 13 მარტს “ჰიუსტონ როკეტსის” წინააღმდეგ გამართავს.
რაც შეეხება გოგა ბითაძის “ორლანდოს”, “მეჯიქმა” “მილუოკი ბაქსი” 130:91 დაამარცხა. ჯამალ მოსლიმ ქართველი ცენტრი ამჯერად 8 წუთით ათამაშა, რა დროშიც გოგამ 7 ქულა, 5 მოხსნა და 2 შედეგიანი პასი დააგროვა.
ყველაზე შედეგიანი პაოლო ბანჩერო გახლდათ, “ორლანდოს” ახალგაზრდა კალათბურთელმა 29 წუთში 33 ქულა, 5 მოხსნა და 3 ასისტი მიითვალა.
“ორლანდო” 35 მოგებითა და 28 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-6 ადგილზეა და მომდევნო მატჩს 12 მარტს “კლივლენდ კავალიერსის” წინააღმდეგ გამართავს.
წყარო: Sportall.ge