ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის პლეი-ინის ბოლო ტურში “ორლანდო მეჯიქმა” “შარლოტ ჰორნეტსი” დიდი ანგარიშით, 121:90 დაამარცხა და პლეი-ოფის საგზური მოიპოვა.
მასპინძელთა რიგებში გოგა ბითაძემ მოედანზე 16 წუთი გაატარა, რა დროშიც 7 ქულა, 4 მოხსნა, 2 შედეგიანი პასი და 4 დაფარება მიითვალა.
მატჩის საუკეთესო მოთამაშე პაოლო ბანჩერო გახდა, “მეჯიქის” ლიდერმა 33 წუთში 25 ქულა, 5 მოხსნა და 6 ასისტი დააგროვა.
“ორლანდო” პლეი-ოფში აღმოსავლეთ კონფერენციის სეზონის საუკეთესო გუნდს, “დეტროიტ პისტონსს” დაუპირისპირდება. სერიის პირველი მატჩი 20 აპრილს, დეტროიტში გაიმართება.
რაც შეეხება დასავლეთ კონფერენციის პლეი-ინის გათამაშების ბოლო ტურს, “გოლდენ სტეიტ უორიორსი” “ფინიქს სანსთან” 96:111 დამარცხდა, რაც იმას ნიშნავს, რომ წლევანდელ პლეი-ოფში სტეფ კარის ვერ ვიხილავთ.
“ფინიქსს” ისევე როგორც “პორტლენდთან”, ამჯერადაც ჯეილენ გრინმა ულიდერა და 40 წუთში 36 ქულის დაგროვება მოახერხა.
კარიმ 36 წუთში 17 ქულა, 4 მოხსნა და 4 ასისტი დააგროვა.
“სანსი” პლეი-ოფის პირველ ტურში დასავლეთ კონფერენციის სეზონის საუკეთესო გუნდს, “ოკლაჰომა სითი თანდერს” შეხვდება. სერიის პირველი მატჩი 19 აპრილს, ოკლაჰომაში გაიმართება.
წყარო: Sportall.ge