ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული სეზონის დასრულებამდე 2 ტურით ადრე, ლუკა დონჩიჩისა და ოსტინ რივზის გარეშე დარჩენილ “ლოს ანჯელეს ლეიკერსს” 41 წლის ლებრონ ჯეიმსმა “გოლდენ სტეიტ უორიორსთან” მოაგებინა.
უნდა აღინიშნოს, რომ მასპინძლებს სტეფ კარი და კრისტაპს პროზინგისი ვერ ეხმარებოდნენ.
ლებრონმა 32 წუთში 26 ქულა, 8 მოხსნა, 11 შედეგიანი პასი, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა.
“გოლდენ სტეიტიდან” ყველაზე შედეგიანი ბრენდან პოძემსკი გახდა, რომელმაც 24 წუთში 17 ქულა, 1 მოხსნა და 1 ასისტი დააგროვა.
ამრიგად, “ლეიკერსი” 51 გამარჯვებითა და 29 მარცხით დასავლეთ კონფერენციაში მეხუთე ადგილს იკავებს. “ანგელოზები” მორიგ მატჩს 11 აპრილს, “ფინიქს სანსის” წინაღმდეგ გამართავენ.
“გოლდენ სტეიტი” 37 მოგებითა და 43 წაგებით დასავლეთ კონფერენციაში მე-10 ადგილზეა და 11 აპრილს “საკრამენტო კინგსს” დაუპირისპირდება.
წყარო: Sportall.ge