ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის დასავლეთ კონფერენციის პლეი-ოფის სერიაში ლუკა დონჩიჩისა და ოსტინ რივზის გარეშე დარჩენილმა “ლოს ანჯელეს ლეიკერსმა” “ჰიუსტონ როკეტსი” სტუმრად 112:108 დაამარცხა და სერიაში 3:0 დაწინაურდა.
გამარჯვებულის გამოსავლენად ოვერტაიმის ჩატარება გახდა საჭირო. შეხვედრის ძირითადი დროის დასრულებამდე რამდენიმე წამით ადრე “ჰიუსტონი” 3 ქულით წინ იყო, თუმცა ლებრონ ჯეიმსმა სამქულიანი ტყორცნით ანგარიში გაათანაბრა და “ანგელოზებს” ულიდერა.
41 წლის კალათბურთელმა მოედანზე 45 წუთი გაატარა, რა დროშიც 29 ქულა, 13 მოხსნა და 6 შედეგიანი პასი მიითვალა.
სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ “ჰიუსტონს” ტრავმის გამო კევინ დურანტი ვერ ეხმარებოდა. მის არყოფნაში კი გუნდს ალპერენ შენგუნმა ულიდერა. თურქმა ცენტრმა 47 წუთში 33 ქულა, 16 მოხსნა და 6 ასისტი დააგროვა.
ამრიგად, “ლეიკერსი” თითქმის მომდევნო ეტაპზეა. ჯეი ჯეი რედიკის გუნდი სერიის დახურვას 27 აპრილს, კვლავ ტეხასში შეეცდება.
დღის სხვა მატჩები
“ფილადელფია” – “ბოსტონი” 100:108
“პორტლენდი” – “სან ანტონიო” 108:120
წყარო: Sportall.ge
