ესპანეთის ჩემპიონატის 21-ე ტურში გიორგი შერმადინის “ტენერიფე” “მანრესასთან” 80:86 დამარცხდა. სტუმართა რიგებში გიორგი შერმადინმა ფენომენალური მატჩი ჩაატარა.
36 წლის ცენტრმა მოედანზე 24 წუთი გაატარა, რა დროშიც 24 ქულა, 4 მოხსნა და 1 შედეგიანი პასი მიითვალა. გიორგიმ 9-დან 7 ორქულიანი და 11 საჯარიმო ტყორცნიდან 10 გამოიყენა.
“ტენერიფე” ესპანეთის ჩემპიონატში 12 მოგებითა და 9 მარცხით მე-8 ადგილზეა. შერმადინის გუნდი მორიგ შეხვედრას 12 მარტს “გრან კანარიას” წინააღმდეგ გამართავს.
წყარო: Sportall.ge
