Uncategorized

[VIDEO] შენგელიას 10 ქულა – “ბარსელონა” “ჟალგირისთან” დამარცხდა

ევროლიგის მორიგ ტურში “ჟალგირისმა” “ბარსელონა” 83:71 დაამარცხა. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა თორნიკე შენგელიამ მოედანზე 25:39 წუთი გაატარა, რა დროშიც 10 ქულა, 4 მოხსნა, 3 შედეგიანი პასი და 2 ჩაჭრა მიითვალა.

 

“თოკომ” 10-დან 4 ორქულიანი და 3-დან 2 საჯარიმო სროლა ჩააგდო.

 

მატჩის საუკეთესო მოთამაშე მოუზეს რაითი გახდა. “ჟალგირისის” კალათბურთელმა 18 ქულა დააგროვა.

 

ამრიგად, ევროლიგის რეგულარული სეზონის დასრულებამდე სამი ტურით ადრე, “ბარსა” 20 მოგებითა და 15 წაგებით მე-8 ადგილს იკავებს. “ბლაუგრანა” მორიგ შეხვედრას 7 აპრილს, “პანათიანიკოსის” წინააღმდეგ გამართავენ.

წყარო: Sportall.ge