ევროლიგის მორიგ ტურში “ბარსელონა” “ვირტუს ბოლონიას” ესტუმრა და 80:85 დამარცხდა.
თორნიკე შენგელიამ ყოფილი გუნდის წინააღმდეგ კარგი მატჩი ჩაატარა, საქართველოს ნაკრების კაპიტანმა მოედანზე 29 წუთი გაატარა, რა დროშიც 16 ქულა და 7 მოხსნა დააგროვა.
თოკომ 2-დან 1 სამქულიანი და 7-დან 6 ორქულიანი და ერთი საჯარიმო ტყორცნა გამოიყენა.
ამრიგად, “ბარსელონა” 17 მოგებითა და 12 წაგებით ევროლიგის სატურნირო ცხრილში მე-8 ადგილზე იმყოფება, ესპანური გუნდი მორიგ შეხვედრას 5 მარტს, კვლავ ევროლიგაზე, ამჯერად “მილანის” წინააღმდეგ გამართავს.
წყარო: Sportall.ge