Uncategorized

[VIDEO] შენგელიას “ბარსელონამ” “ბაიერნი” დაამარცხა და პლეი-ინში ითამაშებს

ევროლიგის რეგულარული სეზონის ბოლო ტურში “ბარსელონამ” “ბაიერნი” 95:69 დაამარცხა და გათამაშება მეცხრე ადგილზე დაასრულა, რაც იმას ნიშნავს, რომ “ლურჯ-ბროწეულისფრები” პლეი-ინში ითამაშებენ.

 

საქართველოს ნაკრების კაპიტანმა თორნიკე შენგელიამ მოედანზე 24 წუთი გაატარა, რა დროშიც 7 ქულა, 3 მოხსნა და 4 შედეგიანი პასი დააგროვა.

 

“თოკომ” 3-დან 1 ორქულიანი, 3-დან 1 სამქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ტყორცნა გამოიყენა.

 

პლეი-ინის პირველ რაუნდში “ბარსელონა” საკუთარ კედლებში “ცრვენა ზვეზდას” დაუპირისპირდება. ამ წყვილს შორის გამარჯვებული “პანათინაიკოსსა” და “მონაკოს” შორის დამარცხებულს შეხვდება.

 

“ბარსელონა” მორიგ მატჩს 19 აპრილს, ესპანეთის ჩემპიონატში, “ფორსა ლეიდას” წინააღმდეგ გამართავს.

წყარო: Sportall.ge