ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული სეზონის მორიგ ტურში “ოკლაჰომა სითი თანდერმა” “დენვერ ნაგეთსი” 129:126 დაამარცხა.
შეხვედრის დასრულებამდე 8 წამით ადრე ანგარიში თანაბარი იყო, ნიკოლა იოკიჩის სამქულიანს, NBA-ის მოქმედმა MVP-მ, შაი გილჯეს-ალექსანდერმა ასევე სამქულიანი ტყორცნით უპასუხა და საკუთარ გუნდს მორიგი გამარჯვება მოუტანა.
მატჩის საუკეთესო მოთამაშე, რა თქმა უნდა, კანადელი კალათბურთელი გახდა, “ოკლაჰომას” უკანახაზელმა 39 წუთში 35 ქულა, 9 მოხსნა, 15 შედეგიანი პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა.
“დენვერიდან” ნიკოლა იოკიჩმა 40 წუთში 32 ქულა, 14 მოხსნა,13 ასისტი და 1 დაფარება დააგროვა.
ამრიგად, “ოკლაჰომა” 51 გამარჯვებითა და 15 მარცხით დასავლეთ კონფერენციაში პირველ ადგილს იკავებს, “თანდერი” მორიგ შეხვედრას 13 მარტს “ბოსტონ სელტიქსის” წინააღმდეგ გამართავს.
“დენვერი” 39 მოგებითა და 26 წაგებით დასავლეთ კონფერენციაში მეექვსე ადგილზეა, ადელმანის გუნდი მორიგ შეხვედრას 12 მარტს “ჰიუსტონ როკეტსის” წინააღმდეგ გამართავს.
