ჩინეთის სუპერლიგის მორიგ ტურში “შანდუნ ტაიშანი” “დალიან ინგბოსთან” 1:2 დამარცხდა.
შეხვედრის 73-ე წუთზე ყაზაიშვილმა გარე ტერფით შორეულ კუთხეში გაიტანა გოლი, ეს მიმდინარე სეზონში ვაკოსთვის მეოთხე მატჩში პირველი გოლი გახლდათ.
“შანდუნი” ჩინეთის სუპერლიგის სატურნირო ცხრილში მე-11 ადგილს იკავებს.
წყარო: Sportall.ge