კალათბურთი

[VIDEO] სრული სიგიჟე – ბემ ადებაიომ “ვაშინგტონს” 83 ქულა ჩაუგდო

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული სეზონის მორიგ ტურში “მაიამი ჰიტმა” “ვაშინგტონ ვიზარდსი” 150:129 დაამარცხა, “ფლორიდელთა” ლიდერმა ბემ ადებაიომ კი 83 (!!!) ქულა ჩააგდო და ერთ მატჩში მოგროვებული ქულათა რაოდენობით კობი ბრაიანტის შედეგი (81) გააუმჯობესა.

 

ბემმა 83 ქულასთან ერთად 9 მოხსნა და 3 შედეგიანი პასი მიითვალა. ადებაიომ 40-დან 20 ტყორცნა გამოიყენა, ხოლო საჯარიმოდან 43-დან 36 ბურთი ჩააგდო.

 

ცნობისთვის, NBA-ის ისტორიაში ერთ შეხვედრაში ყველაზე მეტი ქულა უილტ ჩემბერლენს აქვს მოპოვებული. 1962 წლის 2 მარტს “ფილადელფია უორიორსის” მაისურით უილტმა “ნიუ იორკ ნიქსთან” მატჩში 100 ქულა დააგროვა.

 

რაც შეეხება მესამე ადგილს, 2006 წლის 22 იანვარს კობი ბრაიანტმა “ტორონტო რაპტორსის” წინააღმდეგ 81 ქულა დააგროვა.

 

ადებაიო “ჰიტის” ფრენჩაიზის ისტორიაში ერთ თამაშში ჩაგდებული ქულების რაოდენობითაც საუკეთესო გახდა, 28 წლის ცენტრმა ლებრონ ჯეიმსი (61 ქულა) ჩამოიტოვა.