Site icon sportmedia.live

[VIDEO] სეზონის მშვენება მატჩი. კვარაცხელიას დუბლი – პსჟ-მ “ბაიერნს” მოუგო

ჩემპიონთა ლიგის პირველ ნახევარფინალურ მატჩში პსჟ-მ საკუთარ მოედანზე „ბაიერნი“ 5:4 დაამარცხა.

 

თამაში მართლაც ლამაზი გამოვიდა – მე-16 წუთზე საჯარიმოში პაჩოსთან ბრძოლაში დიასი წაიქცა და კეინმა პენალტით თავისი გუნდი დააწინაურა. შემდეგ ერთი ერთზე გასულ ოლისეს საფონოვმა არ გაატანინა. მასპინძელთაგან პირველი მომენტი დემბელეს ჰქონდა, რომელმაც მიზანს ააცილა. მერე კი კვარაცხელიამ ლამაზი დრიბლინგი გოლით დააგვირგვინა. შანსები ოლისემ და დუემ ვერ გამოიყენეს, ხოლო ცოტა ხანში ნოიერის კარი თავურით ნევეშმა დალაშქრა. დუემ ხელსაყრელი პოზიციიდან ვერ გაიტანა. სამაგიეროდ ოლისემ გაიტანა. კომპენსირებულ დროში საჯარიმოში დემბელეს ჩაწოდებული ბურთი ხელზე დევისს მოხვდა და დემბელემ თერთმეტმეტრიანით პარიზელები წინ გაიყვანა. არადა, წინა მატჩში პენალტი ხვიჩამ გამოიყენა, თითქოს ამჯერადაც ემზადებოდა დასარტყმელად, თუმცა პარტნიორმა არ დაანება. ისიც აღსანიშნავია, რომ ის ქართველს პასს ხან არ აძლევდა და ხან უგვიანებდა.

 

მეორე ტაიმიც ორმხრივი შეტევებით მიმდინარეობდა –  „კვარა“ უპამეკანოს გაექცა, მაგრამ იერიშის დასრულება ვერ შეძლო. მორიგი იერიშისას ხვიჩამ დუბლი შეასრულა, დემბელემაც გაიტანა. ბავარიელებმა ორი გოლით უპასუხეს. მეილიუმ ბურთი ძელს გაარტყა, ბოლოს პაჩომ თავით ბურთი კარის ხაზიდან გამოიტანა და “პარი სენ ჟერმენმა” მინიმალური ანგარიშით გაიმარჯვა.

 

კვარაცხელია 84-ე წუთზე შეცვალეს. მის ანგარიშზე ამ სეზონში ყველა ტურნირზე 43 მატჩში 18 გოლი და 9 საგოლე გადაცემაა – უშუალოდ ჩემპიონთა ლიგაზე 14 შეხვედრაში 10 გოლი და 5 საგოლე პასი.  

 

საპასუხო შეხვედრა 6 მაისს მიუნხენში გაიმართება.

 

პარიზი. „პარკ დე პრენსი“

პსჟ – ბაიერნი 5:4

გოლები: 0:1 კეინი (17, პენ), 1:1 კვარაცხელია (24), 2:1 ნევეში (33), 2:2 ოლისე (41), 3:2 დემბელე (45+5, პენ), 4:2 კვარაცხელია (56), 5:2 დემბელე (58), 5:3 უპამეკანო (65), 5:4 დიასი (68)

წყარო: Sportall.ge

Exit mobile version