Site icon sportmedia.live

[VIDEO] სანდროს უქულო მატჩი – “ტორონტომ” “კლივლენდთან” სერიაში ანგარიში შეამცირა

სანდრო მამუკელაშვილის “ტორონტო რაპტორსმა” აღმოსავლეთ კონფერენციის პლეი-ოფის სერიის მესამე მატჩში “კლივლენდ კავალიერსი” 126:104 დაამარცხეს.

 

ქართველმა კალათბურთელმა მოედანზე 11 წუთი გაატარა, რა დროშიც 2 მოხსნა და 1 პასი მიითვალა.

 

მატჩის საუკეთესო მოთამაშე სკოტი ბარნსი გახდა. “რაპტორსის” ლიდერმა 35 წუთში 33 ქულა, 5 მოხსნა და 11 შედეგიანი პასი მიითვალა.

 

ამრიგად, სერიაში სხვაობა მინიმუმამდე შემცირდა – 1:2 “კლივლენდის” სასარგებლოდ.

 

გუნდებს შორის მორიგი მატჩი 26 აპრილს, კვლავ ტორონტოში გაიმართება.

წყარო: Sportall.ge

Exit mobile version