ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული სეზონის მორიგ ტურში “ტორონტო რაპტორსი” “მინესოტა ტიმბერვულვზს” დაუპირისპირდა და 107:115 დამარცხდა.
სტუმართა რიგებში სანდრო მამუკელაშვილმა მოედანზე 24 წუთი გაატარა, რა დროშიც 11 ქულა, 2 მოხსნა და 1 შედეგიანი პასი მიითვალა. სანდრომ ოთხი ორქულიანი და ერთი სამქულიანი ჩააგდო.
მატჩის საუკეთესო მოთამაშე ენტონი ედვარდსი გახდა, “მინესოტას” ლიდერმა 34 წუთში 22 ქულა, 4 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა დააგროვა.
ამრიგად, “ტორონტო” 35 მოგებითა და 27 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მეხუთე ადგილს იკავებს, “კანადელები” მორიგ შეხვედრას 9 მარტს “დალას მავერიქსის” წინააღმდეგ გამართავს.
წყარო: Sportall.ge