ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული სეზონის მორიგ ტურში “ტორონტო რაპტორსმა” “მაიამი ჰიტი” 128:114 დაამარცხა.
მასპინძელთა რიგებში სანდრო მამუკელაშვილმა მოედანზე 18 წუთი გაატარა, რა დროშიც 5 ქულა, 4 მოხსნა, 2 ჩაჭრა და 1 შედეგიანი პასი მიითვალა.
“ტორონტოდან” საუკეთესო ბრენდონ ინგრამი გახდა, გამოცდილმა კალათბურთელმა 20 ქულა დააგროვა.
სანდროს “რაპტორსი” 45 მოგებითა და 35 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მეხუთე ადგილს იკავებს. “ტორონტო” რეგულარული სეზონის მორიგ შეხვედრას 11 აპრილს, “ნიუ იორკ ნიქსის” წინააღმდეგ გამართავს.
წყარო: Sportall.ge