Site icon sportmedia.live

[VIDEO] მამუკელაშვილის პირველი ორმაგი დუბლი პლეი-ოფში – “ტორონტო” მეორე მატჩშიც დამარცხდა

“ტორონტო რაპტორსი” აღმოსავლეთ კონფერენციის სერიის მეორე მატჩში “კლივლენდ კავალიერსთან” 105:115 დამარცხდა.

 

სანდრო მამუკელაშვილმა მოედანზე 20 წუთი გაატარა, რა დროშიც ქართველმა ორმაგი დუბლის შესრულება მოახერხა – 12 ქულა, 10 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა, ერთი ჩაჭრა.

 

“ტორონტოს” შემადგენლობაში ყველაზე მეტი, 26 ქულა ჰქონდა სკოტი ბარნსს, ხოლო თამაში 22 ქულით დაასრულა ბარეტმა.

 

ამრიგად, სანდროს გუნდი სერიაში 0:2-ს მარცხდება. კანადელები სერიის მესამე მატჩს “კლივლენდის” წინააღმდეგ 24 აპრილს საკუთარ მოედანზე ჩაატარებს.

წყარო: Sportall.ge

Exit mobile version