Site icon sportmedia.live

[VIDEO] მამუკელაშვილის მორიგი შედეგიანი მატჩი – “ტორონტო” აუტსაიდერთან დამარცხდა

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული სეზონის მორიგ ტურში “ტორონტო რაპტორსი” შინ, ლიგის ერთ-ერთ აუტსაიდერთან, “საკრამენტო კინგსთან” 115:123 დამარცხდა.

 

მასპინძელთა რიგებში სანდრო მამუკელაშვილმა მოედანზე 33 წუთი გაატარა, რა დროშიც 17 ქულა, 6 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა, 2 დაფარება და ერთი ჩაჭრა მიითვალა.

 

მატჩის საუკეთესო მოთამაშე “ტორონტოს” ყოფილი კალათბურთელი დემარ დეროუზანი გახდა, ვეტერანმა კალათბურთელმა 35 წუთში 28 ქულალ, 1 მოხსნა და 4 შედეგიანი პასი დააგროვა.

 

“ტორონტო”  42 მოგებითა და 34 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მეექვსე ადგილზეა. “რაპტორსი” მორიგ შეხვედრას 4 აპრილს, “მემფის გრიზლსის” წინააღმდეგ გამართავს.

წყარო: Sportall.ge

Exit mobile version