ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის მორიგ ტურში “ტორონტო რაპტორსი” აღმოსავლეთ კონფერენციის ლიდერ “დეტროიტ პისტონსთან” 116:127 დამარცხდა.
სტუმართა რიგებში სანდრო მამუკელაშვილმა მოედანზე 22 წუთი გაატარა, რა დროშიც 16 ქულა, 6 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა და ერთი ჩაჭრა მიითვალა.
“ტორონტოდან” სანდროზე უკეთესი შედეგი მხოლოდ არ ჯეი ბარეტს (24 ქულა) და ბრენდონ ინგრამს (22 ქულა) ჰქონდათ.
მამუკელაშვილის “ტორონტო” 42 მოგებითა და 33 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მეექვსე ადგილზეა. “კანადელები” მომდევნო მატჩს 2 აპრილს “საკრამენტო კინგსის” წინააღმდეგ გამართავს.
წყარო: Sportall.ge
