Site icon sportmedia.live

[VIDEO] ლუკა გადრანმა “ბეითარში” სადებიუტო გოლი გაიტანა

ისრაელის ჩემპიონატის მორიგ ტურში “ბეითარმა” “ირონი ტიბერიასი” 3:2 დაამარცხა.

 

აღსანიშნავია, რომ მასპინძლები 73-ე წუთამდე 0:2-ს აგებდნენ, “ბეითარის” “ქამბექი” კი ლუკა გადრანის გოლით დაიწყო. ქართველმა კუთხურიდან ჩაწოდებული ბურთი თავით კარში გადაგზავნა და სხვაობა შეამცირა, შემდეგ კი მასპინძლებმა მეტოქეს ორი უპასუხო გოლი გაუტანეს.

 

გადრანისთვის ეს გოლი “ბეითარში” პირველი გახლდათ. მისი გუნდი ისრაელის ჩემპიონატში 54 ქულით მეორე ადგილს იკავებს და ლიდერ “ბერ-შევას” 2 ქულით ჩამორჩება.

 

წყარო: Sportall.ge

Exit mobile version