ლიგა 1-ის ოცდამეათე ტურში პსჟ საკუთარ მოედანზე „ლიონთან“ 1:2 დამარცხდა.
მასპინძელთა გუნდის მწვრთნელმა ლუის ენრიკემ დასვენების მიზნით კვარაცხელია, დემბელე და ნევეში ძირითად შემადგენლობაში არ დააყენა, პსჟ დამაჯერებლად ვერ გამოიყურებოდა და სტუმრებმა ორი გოლი გაუტანეს. შემდეგ ანგარიშის შემცირების შესაძლებლობა რამუშმა ვერ გამოიყენა, რომლის დარტყმული პენალტი გრეიფმა მოიგერია.
ესპანელმა სპეციალისტმა 59-ე წუთზე სამმაგი ცვლილება განახორციელა – დუეს, მეილიუს და რამუშის ნაცვლად მოედანზე კვარაცხელია, ლი და დემბელე შეუშვა. “პარი სენ ჟერმენი“ შეტევებზე გადავიდა: მახვილი კუთხიდან პირისპირ გასულ ხვიჩას მეკარემ არ გაატანინა, დემბელემ ბურთი ძელს გაარტყა, ბოლოს კი “კვარამ” ლამაზი გოლი გაიტანა და პარიზელები დამარცხდნენ.
ამ სეზონში კვარაცხელიას ანგარიშზე ყველა ტურნირზე 41 მატჩში 14 გოლი და 9 საგოლე გადაცემაა
პსჟ-ს 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული, 63 ქულით ლიდერია, უახლოეს მდევარ „ლანსს“ 1 ქულით უსწრებს და 22 აპრილს „ნანტს“ უმასპინძლებს.
პარიზი. „პარკ დე პრენსი“
პსჟ – ლიონი 1:2
გოლები: 0:1 ენდრიკი (6), 0:2 მორეირა (18), 1:2 კვარაცხელია (90+4)
გამოუყენებელი პენალტი: რამუში (33, პსჟ)
წყარო: Sportall.ge
