დანიასთან ჩატარებული შესანიშნავი მატჩების შემდეგ თორნიკე შენგელია შედეგიანად თამაშს აგრძელებს, “თოკოს” “ბარსელონა” ევროლიგაზე “ოლიმპია მილანოს” დაუპირისპირდა და 84:87 დამარცხდა.
“ბარსელონადან” ყველაზე მეტი 15-15 ქულა თორნიკე შენგელიასა და იან ვესელის ჰქონდათ. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა 25 წუთში 11-დან 7 ორქულიანი და 1-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, გარდა ამისა 7 მოხსნა თითო პასი, ჩაჭრა და დაფარება მიითვალა.
ამრიგად, “ბარსა” ევროლიგაზე 17 მოგებითა და 13 წაგებით მერვე ადგილს იკავებს. შენგელიას გუნდი მორიგ შეხვედრას ესპანეთის ჩემპიონატში “ბრეოგანთან” 8 მარტს გამარტავს.
წყარო: Sportall.ge
