Site icon sportmedia.live

[VIDEO] ზივზივაძემ ბუნდესლიგაში ისევ გაიტანა – “ჰაიდენჰაიმი” მაინც დამარცხდა

ბუნდესლიგის ოცდამეათე ტურში „ჰაიდენჰაიმი“ გასვლაზე „ფრაიბურგთან“ 1:2 დამარცხდა.

 

სტუმართა გუნდის თავდამსხმელი ბუდუ ზივზივაძე 47-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე და 58-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა. თუმცა, მასპინძლებმა მაინც შეძლეს გამარჯვების მოპოვება.

 

ზივზივაძემ ზედიზედ მეორე მატჩში დალაშქრა მეტოქეთა კარი. ბუდუმ ანალიტიკური საიტებისგან თავის გუნდში ყველაზე მაღალი შეფასებები დაიმსახურა: sofascore 7.6, Flashscore 7.3, whoscored 7.0. 

 

მის ანგარიშზე მიმდინარე ჩემპიონატზე 16 შეხვედრაში 3 გოლია.

 

„ჰაიდენჰაიმი“ 19 ქულით აუტსაიდერია და 25 აპრილს „სანკტ-პაულის“ უმასპინძლებს.

 

ფრაიბურგი. „ევროპა პარკი“

ფრაიბურგი – ჰაიდენჰაიმი 2:1

გოლები: 1:0 მანზამბი (24), 1:1 ზივზივაძე (58), 2:1 ეგეშტაინი (83)

წყარო: Sportall.ge

Exit mobile version