ფეხბურთი

VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე…

“ტორპედოს” ფანებმა, როგორც იქნა, ნახეს მათი გუნდის კარგი თამაში და ძალიან გაიხარეს ხარისხით, უფრო მეტად კი 3 ქულით და კიდევ უფრო მეტად გიორგი არაბიძის მაგარი თამაშით.

 

ეს არაბიძე იყო თითქმის ისეთი, როგორც ძველი არაბიძე. ეშმაკური გოლი და გენიალური საგოლე პასი – ერთი მატჩისთვის და ჯერაც ოპტიმალურ ფორმაში არმყოფი არაბიძისგან – სრულიად საკმარისია.

 

არ შეიძლება, არ აღინიშნოს კაპიტან ლადო მამუჩაშვილის ორი საგოლე პასი და ახალგაზრდული ნაკრების ფორვარდ დიეგო დეისაძის სადებიუტო გოლი საქართველოს ჩემპიონატში.

 

რა თქმა უნდა, “მეშახტე”, რომელსაც აქამდე არც წაგება ჰქონდა და კარსაც მშრალად ინახავდა, იბრძოდა, რაც შეეძლო. არაერთი წამყვანი მოთამაშის არყოფნის პირობებები, ლადო ბურდულის გუნდს მეტს ნამდვილად ვერავინ მოსთხოვდა.

 

მომდევნო ტურში მთავარი მატჩი იქნება ქუთაისში, სადაც ფსიქოლოგიურად უკეთეს მდგომარეობაში მყოფი “ტორპედო” თბილისის “დინამოს” მიიღებს, “მეშახტე” კი ჩემპიონატის კიდევ ერთ დებიუტანტს და ჯერაც ერთპიროვნულ ლიდერს, “სპაერს”, წყალტუბოში უმასპინძლებს.

 

 

ტორპედო-მეშახტე 3:0

 

გოლები: 1:0 დეისაძე (17, მამუჩაშვილის პასით), 2:0 არაბიძე (51, მამუჩაშვილის პასით), 3:0 პირესი (58, არაბიძის პასით)

 

ტორპედო: კლიაიჩი, შერიფი, შიმიჩი, მანე, ნადარაია, პირესი, მამუჩაშვილი (გ. კოხრეიძე 86), ითრაქი, არაბიძე (ბლიზნიჩენკო 76), ანდრიჩი (ჩიტაიშვილი 82), დეისაძე. 

 

მეშახტე: შოვნაძე, შუბითიძე, ქურდაძე (ნოვრუზოვი 90), უგრეხელიძე, ბურდული, შონია (გეგია 68), პაპუაშვილი, პიროგოვი (ჩიხრაძე 68), ფაცაცია, შიკალო (ჯიქია 36), სიხარულიძე (მეხტიევი 68).

 

არბიტრი: გ. მაჩიტიძე

წყარო: Sportall.ge