Site icon sportmedia.live

VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 0-2 იბერია 1999. ლიდერი მდევრებს მოსწყდა

“იბერიამ” თბილისურ დერბიში მატჩის დასაწყისში გატანილი ორი გოლი იკმარა და მდევრებს სოლიდური სხვაობის მოსწყდა. გუგა ნერგაძის გუნდი ნელ-ნელა უახლოვდება საჩემპიონო ფორმას და ეს ტენდენცია თუ შენარჩუნდა, ტიტულის მოპოვების (დაცვის) უმთავრესი კანდიდატი იქნება.

 

“იბერიამ” პირველი გოლი სანიმუშოდ გათამაშებული კუთხურის შემდეგ გაიტანა. სასიხარულოა, როცა ქართული კლუბებისგანაც ვხედავთ ასე კარგად მომზადებულ “საშინაო დავალებებს” – პაატა ღუდუშაურმა დაუგორა გიორგი კუციას და ანგარიში გაიხსნა. ფაქტია, “სპაერის” დაცვა ამას არ ელოდა…

 

შემდეგ იყო ბაქარ ქარდავას ზუსტი პასით დასარტყმელ პოზიციაზე გასული ამირან ძაგანიას გოლი. ამ პოზიციიდან კარისკენ “გასროლა” გარკვეულწილად მოულოდნელი იყო მეტოქისთვის – ბურთი ძელს შეეხო და ბადეში გაეხვია.

 

რა თქმა უნდა, “სპაერი” არ შეეგუა ბედს და სცადა თამაშის შემობრუნება, მაგრამ მეტოქის უფრო მაღალ კლასთან ვერაფერს გახდა. მომდევნო ტურში (26 აპრილი) “იბერია” სტუმრად ითამაშებს “რუსთავთან”, ხოლო “სპაერი” “დილას” უმასპინძლებს.

 

 

სპაერი-იბერია 1999 0:2

 

გოლები: 0:1 კუცია (9, ღუდუშაურის პასით), 0:2 ძაგანია (17, ქარდავას პასით)

 

სპაერი: ფუტკარაძე, კენჭაძე, ბუნტური (ფონიავა 46), პირტახია, სამხარაძე, ასკურავა (ბასილაშვილი 81), ცეცხლაძე, მატენჯვა (ჩაგუნავა 59), ცირდავა (გოლუბიანი 87), გეგიაძე, ლ. კოხრეიძე

 

იბერია: მეგრელიშვილი, ზოური, ამისულაშვილი, სელიმოვიჩი, ჯინჯოლავა, კუცია (ბიძინაშვილი 89), ქარდავა, ღუდუშაური (ნაჭყებია 79), გოშთელიანი (დადიანი 27), ბედოშვილი (ბართიშვილი 89), ძაგანია (კაფე 79)

 

არბიტრი: ბ. ბრეგაძე

წყარო: Sportall.ge

Exit mobile version