Site icon sportmedia.live

VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 0-1 დილა. შეცვლამ დროზე მოუსწრო…

ინერტულ და თითქმის თანაბარ მატჩში ერთადერთი ნათელი წერტილი გამოდგა გოლი, რომელიც გორელებმა გაიტანეს 87-ე წუთზე. ვერავინ იტყვის, რა მოხდებოდა,  რომ არა “დილას” სამწვრთნელო შტაბის მიერ განხორციელებული ცვლილება – გოცირიძის პასი და სანიანგის გოლი.

 

“სამგურალს” აღარ დარჩა ბევრი დრო საპასუხოდ და ბოლო 4 მატჩში მე-3 მარცხი იწვნია. ვფიქრობთ, გორელთა გამარჯვება დამსახურებულია. მომდევნო ტურში წყალტუბოელებს ქუთაისში იმერული დერბი ელოდებათ, “დილა” კი ბათუმის “დინამოს” მიიღებს.

 

 

სამგურალი-დილა  0:1

 

გოლი: 0:1 სანიანგი (87, გოცირიძის პასით)

 

სამგურალი: სიუკაევი, გეგეჭკორი, ქაბია, პაბლო რიანი, შერგელაშვილი, აფციაური (ბერელიძე 81), ვინისიუსი, ცეცხლაძე (ველისოლი 46), ხორხელი, ჟან კარლოსი (კვარაცხელია 81), პაპავა (სებოლინია 65).

 

დილა: კერესელიძე, მალი, ეტოუ, არაუჟო, კომპაორე, ტალი (კუაკუ 85), ოლატუნჯი, მენთეშაშვილი, ფულერი (კანტე 78), ფარულავა (სანიანგი 78), შეყილაძე (გოცირიძე 85)

 

არბიტრი: ბ. კუნჭულია

წყარო: Sportall.ge

Exit mobile version