Site icon sportmedia.live

VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 1-1 მეშახტე. დებიუტანტის ღირსეული ქულა

თბილისის “დინამო” კვლავ მოუგებელია საკუთარ სტადიონზე. საქართველოს ყველაზე ტიტულოვანმა კლუბმა მხოლოდ დონკორის გოლამდე ითამაშა ფეხბურთი, მომენტებიც შექმნა და შოვნაძესაც მოუწია რამდენჯერმე საქმეში ჩართვამ…

ტყიბულელებმა ოთხ წუთში გაათანაბრეს თამაშიც და ანგარიშიც, მერე კი დიდხანს ფლობდნენ უპირატესობას და “დინამოს” კარში გოლი რომ არ გავიდა, ძელის და “მეშახტის” შემტევთა “დამსახურება” იყო.

ისიც უნდა ითქვას, რომ თბილისელებმა მთელი მეორე ტაიმი კაცნაკლულებმა ჩაატარეს, თუმცა ეს ვერ ამართლებს საკუთარ მოედანზე დაცვაში ჩაჯდომას.

მომდევნო ტურში დინამოელები “გაგრას” უმასპინძლებენ, ხოლო “მეშახტე” მასთან ერთად აღზევებულ “რუსთავს” მიიღებს.

 

 

დინამო (თბ)-მეშახტე 1:1

გოლები: 1:0 დონკორი (28, ნინუას პასით), 1:1 ფაცაცია (32, შუბითიძის პასით)

დინამო: მაქაცარია, გვასალია (ქვარცხავა 86), კურდიჩი, კალანდაძე, ს. ხარებაშვილი, ოსეი, ნინუა (ლეო სანტუში 64), ზარია (იორო 56), მონტეირუ, დონკორი (გ. ხარებაშვილი 64), დოლტმურზიევი (სირაძე 56).

მეშახტე: შოვნაძე, პიმენტელი, ქურდაძე, უგრეხელიძე, შუბითიძე, პიროგოვი (ღურწკაია 70), პაპუაშვილი (აბულაძე 81), ჯიქია (კვირკვია 64), ბურდული (გეგია 81), სიხარულიძე, ფაცაცია (შონია 81).

გაძევება: ოსეი (48)

არბიტრი: ა. ფარჯიკია

წყარო: Sportall.ge

Exit mobile version