რუსთაველი გულშემატკივარი არ ელოდება, რომ მის საყვარელ გუნდს ამ სეზონში გადარჩენისთვის მოუწევს ბრძოლა, ქომაგებს გაცილებით მეტის ამბიცია აქვთ და გია ცეცაძის გუნდიც ამას ლამის ყოველ თამაშში ამტკიცებს.
“რუსთავმა” ბათუმის “დინამოს” (3:0) “დილაც” მიაყოლა და ამ კონკრეტული მომენტისთვის მეორე ადგილზეა მასთან ერთად აღზევებული “სპაერის შემდეგ. გორში მოგება კი, როგორ ცუდ ფორმაშიც არ უნდა იყოს “დილა”, ადვილი არავისთვისაა.
“რუსთავმა” გააზრებული თამაში აჩვენა. იგრძნობოდა, რომ გუნდმა მაქსიმალურად კარგად შეასრულა წინასამატჩო დავალება. გორელებს კი ძალიან უჭირდათ ცარიელი სივრცეების მონახვა.
მხოლოდ ერთ მომენტში გატყდა რუსთაველთა დაცვა და “დილას” დარჩა დრო მატჩის გადასარჩენად, მაგრამ არაფერი გამოუვიდა და ქვემოქართლელებმა ალალი 3 ქულა გააყოლეს ხელს.
დილა-რუსთავი 1:2
გოლები: 0:1 კესი (21, ოსეის პასით), 0:2 ფაცაცია (58-პენ), 1:2 ფულერი (84)
დილა: კერესელიძე, კიკაბიძე (ანოფი 59), არაუჟო, ეტოუ, ტიბუე (კომპაორე 59), ოლატუნჯი, ტალი (შეყილაძე 59), მენთეშაშვილი (კანტე 83), მალი (ფულერი 73), ფარულავა, მუსელიანი
რუსთავი: ბერუაშვილი, ანდღულაძე (კაპანაძე 82), იაკობიძე, ფაცაცია, ჩიქოვანი, გუჯაბიძე, უბილავა, სეიხასი (პამი 71), პ. ოსეი (ნაკანო 64), კესი (ოლივეირა 71), დე ალმეიდა (ქუთათელაძე 82)
არბიტრი: ბ. ბრეგაძე
წყარო: Sportall.ge