“დილას” ჰქონდა უპირატესობა და შეეძლო მოგებაც, მაგრამ ასეთივე წარმატებით შეეძლო მოგება “გაგრასაც” – შეხვედრის დამატებულ დროში შეცვლაზე შესულმა დარსანიამ ვერ დააგვირგვინა ძალიან სახიფათო კონტრშეტევა, თორემ სტუმრები 3 ქულას გააყოლებდნენ ხელს…
აშკარაა, რომ “დილას” ახალწვეულებს უგვიანდებათ ახალ გარემოსთან ადაპტაცია. ამ ეტაპზე პატარა შვება შეიძლება იყოს ტრავმის შემდეგ შოთა შეყილაძის დაბრუნება, რომელიც შეტევას გამოაცოცხლებს.
“გაგრასაც” დასახვეწი აქვს გუნდური თამაში და როცა ეს მოხდება, ვფიქრობთ, ეს ნებისმიერი ოპონენტისთვის სერიოზული პრობლემა იქნება.
დილა-გაგრა 1:1
გოლები: 1:0 ფარულავა (10, მენთეშაშვილის პასით), 1:1 არსიჩი (22, ვანდერსონის პასით)
დილა: კერესელიძე, კიკაბიძე (მალი 61), კომპაორე (61. გოცირიძე), ეტოუ, ტიბუე, ოლატუნჯი, ტალი (არაუჟო 67), მენთეშაშვილი, ფულერი (სანიანგი 46), ფარულავა (შეყილაძე 67), მუსელიანი.
გაგრა: ვორობეი, კლაუდინეი, ჭავჭანიძე, პორფირიო, არსიჩი, სკრიპნიკი (დარსანია 90+5), ცინცაძე, ვანდერსონი, კეკელიძე (ფეიქრიშვილი 78), მუჯირი (ანდრეიჩუკი 61), ზოიძე
არბიტრი: გ. კიკაჩეიშვილი
წყარო: Sportall.ge
