საქართველოს ჩემპიონს სტარტიდან ძალიან უჭირს. ეს არ არის ის თამაში, რომელიც საკმარისი იქნება ტიტულის დასაცავად, თუმცა ჯერ ყველაფერი წინაა და ვფიქრობთ, სწორედ “იბერიას” აქვს ყველაზე მეტი რესურსი ვითარების გამოსასწორებლად და უკეთესი თამაშის საჩვენებლად. ამას კი ქულებიც მოჰყვება…
გუგა ნერგაძემ გამოიცნო შეცვლა და გურამ გოშთელიანმა მოედანზე შესვლიდან 7 წუთში თავური დარტყმით დააწინაურა თავისი გუნდი. როგორც მოგვიანებით აღმოჩნდა, ეს იყო გამარჯვების გოლი.
“გაგრამ” თავი არ დაზოგა და ბოლომდე იბრძოლა, თუმცა “იბერიამ” შეძლო უკანა ხაზის იმდაგვარად ორგანიზება, რომ მინიმალური უპირატესობა შეენარჩუნებინა.
მომდევნო ტურში (7 აპრილი) ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი “სამგურალს” უმასპინძლებს, ხოლო “გაგრას” მძიმე გასვლა ელოდება გორში.
გაგრა-იბერია 1:2
გოლები: 0:1 ქარდავა (9, ქობულაძის პასით), 1:1 მუჯირი (45+1, ვანდერსონის პასით), 1:2 გოშთელიანი (89, კაფეს პასით)
გაგრა: ვორობეი, კლაუდინეი (სადღობელაშვილი 82), ჭავჭანიძე, პორფირიო, არსიჩი, სკრიპნიკი, ცინცაძე, ვანდერსონი (ადეიეიე 82), კეკელიძე (ფეიქრიშვილი 68), მუჯირი (კაციაშვილი 82), ანდრეიჩუკი (ზოიძე 58).
იბერია: მაკარიძე (მეგრელიშვილი 19), ნაჭყებია, ამისულაშვილი, სელიმოვიჩი, ქობულაძე, ქარდავა, კუცია (დადიანი 62), კაფე (ახვლედიანი 86), ბედოშვილი (ხაჩიძე 62), ძაგანია, ღუდუშაური (გოშთელიანი 62)
არბიტრი: ჯ. ხორავა
წყარო: Sportall.ge
