ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის დასავლეთ კონფერენციის პლეი-ოფის სერიის მეოთხე მატჩში “მინესოტა ტიმბერვულვზმა” “დენვერ ნაგეთსი” 112:96 დაამარცხა.
სამწუხაროდ, შეხვედრის დასაწყისში “მგლების” ერთ-ერთმა შეუცვლელმა კალათბურთელმა დონტე დივინჩენცომ აქილევსის მყესი გაიწყვიტა, შემდეგ კი ტრავმა “მინესოტას” ლიდერმა ენტონი ედვარდსმაც მიიღო და თამაში ვეღარ გააგრძელა. მიუხედავად ამისა, “ტიმბერვულვზს” ეიო დოსუნმუმ ულიდერა.
26 წლის კალათბურთელმა 42 წუთში 43 ქულა, 4 მოხსნა და 1 ასისტი დააგროვა.
მატჩის ბოლოს, ადგილი უსიამოვნო ინციდენტს ჰქონდა. ჯეიდენ მაკდენიელსმა კალათბურთის “დაუწერელი წესი” დაარღვია და მიუხედავად კომფორტული უპირატესობისა, შეხვედრის ბოლო წამებზე ბურთი “დენვერის” კალათში მოათავსა, რამაც ნიკოლა იოკიჩის გაღიზიანება გამოიწვია და გუნდებს შორის ადგილი გაწევ-გამოწევას ჰქონდა.
იოკიჩმა 40 წუთშ 24 ქულა, 15 მოხსნა და 9 შედეგიანი პასიც მიითვალა.
სერბ ცენტრს თანაგუნდელებიდან მხარი მხოლოდ ჯამალ მარიმ აუბა. კანადელი უკანახაზელის ანგარიშზე 42 წუთში 30 ქულა, 5 მოხსნა და 5 შედეგიანი პასი გახლდათ.
ამრიგად, სერიაში ანგარიში “მინესოტას” სასარგებლოდ 3:1 გახდა. გუნდებს შორის მომდევნოვ შეხვედრა 28 აპრილს “დენვერის” მოედანზე გაიმართება.
წყარო: Sportall.ge
