Site icon sportmedia.live

[VIDEO] გულიაშვილმა გაიტანა – “რასინგმა” მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა

სეგუნდა დივიზიონის ოცდამეცამეტე ტურში „რასინგმა“ საკუთარ მოედანზე „ხიხონი“ 3:1 დაამარცხა და ზედიზედ ორი წაგების შემდეგ მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.

 

ამ მატჩში პირველი გოლი მასპინძელთა თავდამსხმელმა გიორგი გულიაშვილმა გაიტანა, რომელიც იქამდე საქართველოს ნაკრებში იმყოფებოდა და მხოლოდ ისრაელთან ათამაშეს – 15 წუთი. 

 

ცნობისათვის, გულიაშვილის არყოფნაში „რასინგი“ გასვლაზე „სარაგოსასთან“ 0:2 დამარცხდა.

 

ქართველის თამაში ანალიტიკურმა საიტებმა შეაფასეს: flashscore 7.4, sofascore 6.8. მის ანგარიშზე ჩეპიონატის 10 მატჩში 3 გოლი და 1 საგოლე გადაცემაა.

 

აღსანიშნავია, რომ გულიაშვილის ნაცვლად მე-80 წუთზე შეცვლაზე შესულმა ასიერ ვილიალიბრემ კომპენსირებულ დროში დუბლი შეასრულა.

 

„რასინგი“ 62 ქულით ლიდერია და 5 აპრილს გასვლაზე „ანდორას“ დაუპირისპირდება. მეორე ადგილზე 59 ქულით „დეპორტივოა“, მესამეზე კი 58 ქულით „ალმერია“, რომელსაც 1 შეხვედრით ნაკლები აქვს ჩატარებული.

 

სანტანდერი. „სარდინერო“

რასინგი – ხიხონი 3:1

გოლები: 1:0 გულიაშვილი (10), 1:1 დუბასინი (68, პენ), 2:1 ვილიალიბრე (90+1), 3:1 ვილიალიბრე (90+7)

წყარო: Sportall.ge

Exit mobile version