ფეხბურთი

[VIDEO] გოლი პატრიარქის ხსოვნას მიუძღვნა – მიქაუტაძემ გაიტანა და საგოლე გადაცემა გააკეთა

ლა ლიგის ოცდამეცხრე ტურში „ვილიარეალმა“ სახლში „სოსიედადს“ 3:1 მოუგო.

 

მასპინძლები მე-7 წუთზე ჟერარ მორენომ დააწინაურა, მე-15 წუთზე მეტოქის კარი გიორგი მიქაუტაძემ დალაშქრა, 23-ეზე კი ქართველის პასით პეპემ გაიტანა. 

 

მიქაუტაძემ გოლი საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ხსოვნას მიუძღვნა.

 

შესვენების შემდეგ სტუმრებმა სხვაობა შეამცირეს. მერე გიორგის დუბლის შესრულება შეეძლო, მაგრამ მომენტები ვერ გამოიყენა და 89-ე წუთზე შეცვალეს.

 

გიორგის ბოლო 4 მატჩში გოლი არ ჰქონდა გატანილი – მის ანგარიშზე მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 34 შეხვედაში 11 გოლი და 5 საგოლე გადაცემაა.  

 

„ვილიარეალი“ 58 ქულით ჯერჯერობით მესამე ადგილზეა და 6 აპრილს „ჟირონას“ ესტუმრება.

 

ვილიარეალი. „კერამიკა“

ვილიარეალი – სოსიედადი 3:1

გოლები: 1:0 მორენო (7), 2:0 მიქაუტაძე (15), 3:0 პეპე (23), 3:1 სუჩიჩი (47)