Site icon sportmedia.live

[VIDEO] ბითაძის 21 წუთი – “დეტროიტმა” სერიაში ანგარიში გაათანაბრა

გოგა ბითაძის “ორლანდო მეჯიქი” აღმოსავლეთ კონფერენციის პლეი-ოფის სერიის მეორე მატჩში, “დეტროიტ პისტონსთან” 83:98 დამარცხდა და სერიაში ანგარიში (1:1) გათანაბრდა.

 

ქართველმა ცენტრმა მოედანზე 21 წუთი გაატარა, რა დროშიც 3 ქულა, 5 მოხსნა, 2 დაფარება და 2 ჩაჭრა მიითვალა.

 

“ორლანდოს” რიგებიდან საუკეთესო ჯეილენ საგსი გახდა. მან 19 ქულა დააგროვა.

 

გუნდებს შორის სერიის მესამე მატჩი 25 აპრილს, ორლანდოში გაიმართება.

წყარო: Sportall.ge

Exit mobile version