ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული სეზონის მორიგ ტურში “ორლანდო მეჯიქმა” “ფინიქს სანსი” 115:111 დაამარცხა.
მასპინძელთა რიგებში გოგა ბითაძემ მოედანზე 14 წუთი გაატარა, რა დროშიც 3 ქულა, 2 მოხსნა და 1 შედეგიანი პასი დააგროვა.
მატჩის საუკეთესო მოთამაშე დესმონდ ბეინი გახდა, “ორლანდოს” მსროლელმა 38 წუთში საკუთარ გუნდს 21 ქულა, 6 მოხსნა და 5 ასისტი შესძინა.
“ფინიქსიდან” დევინ ბუკერმა 37 წუთში 34 ქულა, 3 მოხსნა და 7 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.
ამრიგად, “ორლანდო” რეგულარული სეზონის დასრულებამდე 7 ტურით ადრე, 40 მოგებითა და 35 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში ფლეი-ინის ზონაშია და მე-8 ადგილს იკავებს. ჯამალ მოსლის გაწვრთნილი გუნდი მორიგ შეხვედრას 2 აპრილს “ატლანტა ჰოუქსის” წინააღმდეგ გამართავს.
წყარო: Sportall.ge
