ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული სეზონის მორიგ ტურში “ორლანდო მეჯიქმა” “დალას მავერიქსი” 115:114 დაამარცხა.
მასპინძელთა რიგებში გოგა ბითაძეს თავის გამოჩენის შანსი მიეცა. ქართველმა ცენტრმა მოედანზე 12 წუთი გაატარა. რა დროშიც 8 ქულა, 4 მოხსნა და 2 შედეგიანი პასი მიითვალა. გოგამ მეტოქის ფარში 4-დან 4 ორქულიანი მოათავსა.
მატჩის საუკეთესო მოთამაშე ტრისტან და სილვა გახდა, უკანახაზელმა 25 წუთში 19 ქულა დააგროვა.
“დალასიდან” კი ყველაზე შედეგიანი კლეი ტომპსონი გახლდათ, ლეგენდარულმა მსროლელმა 26 წუთში 24 ქულა, 4 მოხსნა და 1 ასისტი მიითვალა.
ამრიგად, “ორლანდო” 33 მოგებითა და 28 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-7 ადგილზეა, ჯამალ მოსლის გაწვრთნილი გუნდი მორიგ შეხვედრას 8 მარტს “მინესოტა ტიმბერვულვზის” წინააღმდეგ გამართავს.
წყარო: Sportall.ge
