Uncategorized

[VIDEO] ბითაძის შესანიშნავი მატჩი და “ორლანდოს” ზედიზედ მეოთხე გამარჯვება

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული სეზონის მორიგ ტურში “ორლანდო მეჯიქმა” “მინესოტა ტიმბერვულვზი” 132:120 დაამარცხა და ზედიზედ მეოთხე გამარჯვება მოიპოვა.

 

მასპინძელთა რიგებში გოგა ბითაძემ შესანიშნავი მატჩი ჩაატარა, ქართველი კალათბურთელი შეხვედრაში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და 22 წუთში 14 ქულა, 15 მოხსნა და 6 შედეგიანი პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა.

 

შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე პაოლო ბანკერო გახდა, “ორლანდოს” ერთ-ერთმა ლიდერმა 30 წუთში 20 ქულა, 8 მოხსნა და 6 შედეგიანი პასი დააგროვა.

 

გოგას “მეჯიქი” 44 მოგებითა და 36 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მერვე ადგილზეა. ჯამალ მოსლის გაწვრთნილი გუნდი მორიგ შეხვედრას 11 აპრილს, “ჩიკაგო ბულზის” წინააღმდეგ გამართავს.

წყარო: Sportall.ge