“ორლანდო მეჯიქმა” აღმოსავლეთ კონფერენციის პლეი-ოფის პირველ მატჩში პირველადგილოსანი “დეტროიტ პისტონსი” სტუმრად 112:101 დაამარცხა.
“მეჯიქის” რიგებში გოგა ბითაძემ მოედანზე 11 წუთი გაატარა, რა დროშიც 4 ქულა, 6 მოხსნა, 2 დაფარება და 1 შედეგიანი პასი მიითვალა.
“დეტროიტს” კეიდ კანინგემმა ულიდერა, “პისტონსის” უკანახაზელმა 40 წუთში 39 ქულა, 5 მოხსნა და 4 ასისტი დააგროვა.
ამრიგად, პლეიოფში მერვე ადგილიდან გასულმა “ორლანდომ” აღმოსავლეთ კონფერენციის რეგულარული სეზონის პირველადგილოსანთან სერიაში ანგარიში გახსნა.
გუნდებს შორის მომდევნო შეხვედრა 23 აპრილს, კვლავ დეტროიტში გაიმართება.
წყარო: Sportall.ge
