სხვა

[VIDEO] ბითაძე სასტარტო ხუთეულში დაბრუნდა – “ორლანდო” “შარლოტთან” დამარცხდა

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული სეზონის მორიგ ტურში “ორლანდო მეჯიქი” “შარლოტ ჰორნეტსს” დაუპირისპირდა და 111:130 დამარცხდა.

 

სტუმართა რიგებში გოგა ბითაძე ძირითად ხუთეულში ვიხილეთ, ქართველმა კალათბურთელმა მოედანზე 19 წუთი გაატარა, რა დროშიც 4 ქულა, 2 მოხსნა, 1 შედეგიანი პასი და 1 დაფარება მიითვალა.

 

მატჩის საუკეთესო მოთამაშე კობი ვაითი გახდა, უკანახაზელმა 23 წუთში 27 ქულა, 3 მოხსნა და 5 ასისტი დააგროვა.

 

ამრიგად, “ორლანდო” 38 მოგებითა და 31 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მეშვიდე ადგილს იკავებს. “მეჯიქი” მორიგ შეხვერას 22 მარტს “ლოს ანჯელეს ლეიკერსის” წინააღმდეგ გამართავს.

წყარო: Sportall.ge