Site icon sportmedia.live

[VIDEO] ბითაძეს სათამაშო დრო მიეცა – გოგას კარგი მატჩი “ვაშინგტონის” წინააღმდეგ

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული სეზონის მორიგ ტურში “ორლანდო მეჯიქმა” ლიგის ერთ-ერთი აუტსაიდერი “ვაშინგტონ ვიზარდსი” 126:109 დაამარცხა.

 

მასპინძელთა რიგებში გოგა ბითაძემ სათამაშო წუთები მიიღო, ქართველმა ცენტრმა მოედანზე 21:28 წუთი გაატარა, რა დროშიც 9 ქულა, 6 მოხსნა და 2 შედეგიანი პასი მიითვალა. გოგამ ორი ორქულიანი და ხუთი საჯარიმო ჩააგდო.

 

მატჩის საუკეთესო მოთამაშე პაოლო ბანკერო გახდა, “მეჯიქის” ლიდერმა 32 წუთში 37 ქულა, 5 მოხსნა და 6 შედეგიანი პასი დააგროვა.

 

ამრიგად, “ორლანდო” 32 გამარჯვებითა და 28 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-7 ადგილს იკავებს, ჯამალ მოსლის გაწვრთნილი გუნდი მორიგ შეხვედრას 6 მარტს “დალას მავერიქსის” წინააღმდეგ გამართავს.

წყარო: Sportall.ge

Exit mobile version