ფეხბურთი

[VIDEO] არის თუ არა ესთერ ექსპოზიტო მისი შეყვარებული – მბაპეს საინტერესო რეაქცია ამ კითხვის დასმისას

მადრიდის “რეალის” ფორვარდი კილიან მბაპე Youtube-ზე გადაცემა The Bridge-ის სტუმარი გახლდათ, სადაც გოლების აღნიშვნიდან დაწყებული, მართვის მოწმობის მოპოვებით დამთავრებული, არაერთ თემაზე ისაუბრა. 

 

რა თქმა უნდა, ფრანგს მის ახალ სასიყვარულო ურთიერთობაზეც ჰკითხეს, რა დროსაც კილიანს საკმაოდ უცნაური რეაქცია ჰქონდა. მან ჟურნალისტის კითხვაზე უბრალოდ ხელი ჩაიქნია და მორცხვად გაიცინა. 

 

მბაპეს ახალი მეგობარი გოგონა ესპანელი მსახიობი ესთერ ექსპოზიტოა. წყვილი ერთად საკმაოდ ხშირად ჩნდება და  ექსპოზიტო ფეხბურთელის საქომაგოდ “სანტიაგო ბერნაბეუზეც” იმყოფებოდა. 

წყარო: Sportall.ge