ფეხბურთი

[VIDEO] “უპატივცემულო ბავშვები მძულს” – ენრიკემ ენდრიკი ამ ფაქტის გამო დააიგნორა

ლიგა 1-ის 30-ე ტურში ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ საკუთარ მოედანზე “ლიონთან” მოულოდნელად 1:2 დამარცხდა. სტუმართა რიგებში შესანიშნავი მატჩი ჰქონდა “რეალის” საკუთრებაში მყოფ 19 წლის ბრაზილიელ შემტევ ენდრიკს, რომელმაც გოლთან ერთად ასისტიც მიითვალა. 

 

სამხრეთ ამერიკელის გოლის აღნიშვნა პარიზელთა დამრიგებელ ლუის ენრიკეს არ მოეწონა. მან მატჩის შემდეგ ენდრიკს ხელი არ ჩამოართვა და მედიასთან თავისი საქციელი მოკლე კომენტარით ახსნა. 

 

“ენდრიკს ხელი განზრახ არ ჩამოვართვი. უპატივცემულო ბავშვები მძულს”, – თქვა ენრიკემ. 

წყარო: Sportall.ge