პრემიერლიგის ოცდამეცამეტე ტურში, “ევერტონთან” გასვლით მატჩში, “ლივერპულის” მეკარე გიორგი მამარდაშვილმა ტრავმა მიიღო.
54-ე წუთზე ბეტუმ ანგარიში გაათანაბრა (1:1), ინერციით მამარდაშვილს შეეჯახა, გიორგი მოედნიდან საკაცით გაიყვანეს და ფრედი ვუდმენმა შეცვალა.
იმედია, ქართველის ტრავმა სერიოზული არ იქნება.
წყარო: Sportall.ge
