ლა ლიგის 30-ე ტურის ცენტრალურ მატჩში “ატლეტიკო” “ბარსელონასთან” 1:2 დამარცხდა.
39-ე წუთზე ანგარიში ჯულიანო სიმეონემ გახსნა, 3 წუთში კი მარკუს რაშფორდმა სხვაობა აღადგინა. ტაიმის მიწურულს ნიკო გონსალესმა ლამინ იამალის წინააღმდეგ იუხეშა, ეპიზოდის VAR-ზე გადამოწმების შემდეგ მსაჯმა არგენტინელს წითელი ბარათი უჩვენა და “როხიბლანკო” 10 კაცით დარჩა.
მეორე ტაიმში ჰანსი ფლიკის გუნდის უპირატესობა გაიზარდა, თუმცა “ბლაუგრანა” მომენტის გოლად გარდაქმნას ვერ ახერხებდა. 87-ე წუთზე ჟოაო კანსელოს დარტყმის შემდეგ ბურთი რობერტ ლევანდოვსკის მიუვიდა და პოლონელმა მხრით “ბარსელონას” უმნიშვნელოვანესი სამი ქულა მოუტანა.
ამრიგად, “ბარსელონამ” უახლოეს მდევარ “რეალთან” ჩამორჩენა 7 ქულამდე გაზარდა და 76 ქულით ლა ლიგას ლიდერობს. “ბლაუგრანა” მორიგ შეხვედრას 8 აპრილს, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში, კვლავ “ატლეტიკოს” წინააღმდეგ გამართავს.
“ატლეტიკო” 57 ქულით მეოთხე ადგილზეა.
წყარო: Sportall.ge