ფეხბურთი

[VIDEO] “ნაპოლიმ” ზედიზედ მეოთხე მატჩი მოიგო

სერია A-ს ოცდამეათე ტურში „ნაპოლიმ“ სტუმრად „კალიარი“ 1:0 დაამარცხა.

 

„ნაპოლიმ“ ზედიზედ მეოთხე გამარჯვება მოიპოვა, ამ მომენტისთვის 62 ქულით მეორე ადგილზეა და 6 აპრილს „მილანს“ უმასპინძლებს.

 

68 ქულით ლიდერი “ინტერია”, მესამე პოზიციაზე 60 ქულით “მილანია” – ორივე გუნდს 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.

 

კალიარი. „სარდინია არენა“

კალიარი – ნაპოლი 0:1

გოლი: მაკტომინეი (2)