სხვა

[VIDEO] მამუკელაშვილს ორმაგ დუბლამდე ცოტა დააკლდა – “ტორონტომ” “ფინიქსი” დაამარცხა

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული სეზონის მორიგ ტურში “ტორონტო რაპტორსმა” “ფინიქს სანსი” 122:115 დაამარცხა.

 

მასპინძელთა რიგებში სანდრო მამუკელაშვილმა მოედანზე 16 წუთი გაატარა, რა დროშიც 9 ქულა, 8 მოხსნა და 1 შედეგიანი პასი მიითვალა. სანდრომ 2-დან 2 ორქულიანი, 3-დან 1 სამქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ტყორცნა გამოიყენა.

 

მატჩის საუკეთესო მოთამაშე ბრენდონ ინგრამი გახდა, “ტორონტოს” ერთ-ერთმა ლიდერმა 38 წუთში 36 ქულა, 7 მოხსნა და 3 შედეგიანი პასი დააგროვა.

 

ამრიგად, “ტორონტო” 37 მოგებითა და 29 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-7 ადგილზეა, “რაპტორსი” მორიგ შეხვედრას 15 მარტს “დეტროიტ პისტონსის” წინააღმდეგ გამართავს.

წყარო: Sportall.ge